Loading...

@

  • Automotive Service Advisor Tbilisi
  • Lexus Tbilisi in Tbilisi, , Georgia
  • jobs
  • 1 month ago

jobs description

"ლექსუს თბილისი" იაპონური ბრენდის, "ლექსუსის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. "ლექსუსის" მომსახურება იაპონური სტუმართმოყვარეობის, ომოტენაშის, პრინციპებზეა დაფუძნებული.

ბრენდის ღირებულებები და გულწრფელი მიდგომა სტუმრის მიმართ ქმნის ლექსუსის გასაოცარ გამოცდილებას.

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობენ ლექსუსის უპირატესობებს, სიმშვიდეს ავტომობილის ფლობისას და სიამოვნებას ყოველ მომენტში.

"ლექსუს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის მრჩევლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
• * შოურუმში შემოსული მომხმარებლის დახვედრა ლექსუსის მომსახურების სტანდარტების დაცვით;
• * მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და მათზე ზრუნვა;
• * მომხმარებლის დარეგისტრირება სამუშაო პროგრამაში;
• * მომხმარებლის კონსულტირება რეკომენდებულ სერვისებთან დაკავშირებით;
• * საავტომობილო ნაწილების და აქსესუარების კატალოგში მოძიება და რეალიზაცია;
• * სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება;
• * შეკვეთილი... ნაწილების და აქსესუარების ჩამოსვლის ვადების მონიტორინგი;
• * მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამის პროგრამებში მუშაობა;
• * ავტომობილისთვის ჩასატარებელი მომსახურების ღირებულების კალკულაცია და წარდგენა;
• * სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებელთან, მოახლოებული სერვისის შეხსენების მიზნით;
• * ახალი ავტომობილების და სერვისის რეალიზაციის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• * უმაღლესი განათლება;
• * ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
• * ავტომობილის მართვის გამოცდილება;
• * საავტომობილო სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• * საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი;
• * ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების საბაზო ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00; შაბათი 10:00 - 14:00 (შაბათს მუშაობა მორიგეობით)

ადგილმდებარეობა: "ლექსუს თბილისი", დ.აღმაშენებლის ხეივანი #160, დიდი დიღომი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას
Tbilisi Georgia

salary-criteria

Apply - Automotive Service Advisor Tbilisi